ზუგდიდი

ეწვიეთ ზუგდიდს

ვებ გვერდის შექმნის თარიღია 2007 წლის სექტემბერი

www.zugdidi-view.narod.ru

 

       

თავფურცელი

ფოტო გალერეა

პაპანწყვილის ტბა

დადიანების ბაღი

       

ზუგდიდი

დადიანების სასახლე

დადიანების სასახლე

 

სავლეთ საქართველოს განძი გახლავთ დადიანების სასახლე, რომელიც მდებარეობს ქ. ზუგდიდის ცენტრში. დღეისათვის სასახლე ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმია. ოდესღეც იგი ემსახურებოდა დადიანების გვარის წარმომადგენლებს, რომლებიც  განათლებული, მრავალმხრივად განვითარებული და ფართო ინტერესების პირები იყვნენ. სასახლე საუკეთესოდ მეტყველებს მის მფლობელთა შესახებ. აქ თავს იყრიდნენ მაღალი საზოგადოების პირები, კულტურის მოღვაწეები, ხელოვანები და მწერლები. ხალხმრავალი შეხვედრების განმავლობაში სტუმრები ხშირად მსჯელობდნენ ქვეყნის მდგომარეობას და მის მომავალს.

არაერთ ისტორიულ წყაროში აღნიშნულია დადიანების გვარის წარმომადგენელთა ზრუნვა ქართული ხუროთმოძღვრებასა და მწერლობაზე. ზუგდიდი იყო ლიტერატურული ცენტრი, სადაც ხდებოდა ხელნაწერების შესწავლა, გადაწერა და შემუშავება.

მუზეუმი

როგორც უკვე აღვნიშნეთ დადიანების სასახლე დღეისათვის წარმოადგენს მუზეუმს რომელშიც სტუმრებისათვის წარმოდგენილია უნიკალური და ფასდაუდებელი კულტურულ-ისტორიული ძეგლები.

სხვა ექსპონატებთან ერთად აქ თქვენ იხილავთ ქვის ხანის, პალეოლითისა და ნეოლითის პერიოდის ნიმუშებს.

მუზეუმის კოლექცია სულ მოიცავს 41000 ნამუშევარს.

ანტიკური პერიოდის ძეგლებიდან ხაზგასასმელია I და II საუკუნეების ოქროსა და ვერცხლის განძი. 

თავმოყრილია მდიდარი მედალიონების კოლექცია, რომელშიც წარმოდგენილია რომაული, კოლხური, ბიზანტიური, რუსული და პოლონური მონეტები.

უნიკალური ხელნაწერები და რელიგიური ლიტერატურა ასევე ფართოდაა წარმოდგენილი კოლექციაში.

აქ თქვენ ასევე იხილავთ ამპირის, როკოკოსა და ბულეს ავეჯს. Mუზეუმში ფართოდაა წარმოდგენილი შუასაუკუნეების მხატვრობა, სხვადასხვა სტილისა და წარმოშობის მქონე მხატვრების მიერ შესრულებული საქართველოს ხედები და ევროპული და აზიური ბუნება.

ეჭვგარეშეა, რომ კოლექციაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ნაპოლეონ ბონაპარტეს ბრინჯაოს მასკას, რომელიც მას აუღო პირადმა ექიმმა ფრანჩესკო ანტომარკმა 1833 წელს სიკვდილის შემდეგ.

მუზეუმის კოლექციის სიდიდე არ იძლევა შესაძლებლობას მისი სრული სახით გამოფენისა. მიუხედავად ამისა თქვენი ვიზიტის შემდეგ თქვენ შეგექმნებათ სრული სურათი დასავლეთ საქართველოს კულტურის, მემკვიდრეობისა და წეს-ჩვეულებების შესახებ და საქართველოს უცხოურ ქვეყნებთან კავშირების შესახებ.

თავფურცელი

დადიანების სასახლე

დადიანების ბაღი

პაპანწყვილის ტბა

ზუგდიდი

ფოტო გალერეა

დაგვიკავშირდით

 

 


 

 

 

 

 

 

 

 

 

Hosted by uCoz